11:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტურიზმის ტენდენციები საქართველოში
ირაკლი კოვზანაძე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას ხვდება

სიახლეები

ზაზა გაბუნია,  დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან  ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

ზაზა გაბუნია,  დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან  ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია,  მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან  ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელებში, სიმონიანთხევსა და სიონში  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემურ საკითხებს ადგილზე გაეცნენ.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან ის პრობლემები  მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ესაა საგზაო იფრასტრუქტურა და წყალანირება. ისაუბრეს ამ სოფლებში შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს  პრობლემებზე დროულ რეაგირებას  და  გამოკვეთილი საჭიროებების მოგვარებისთვის მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებას დაპირდნენ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი