12:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში.
ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

სიახლეები

ბექა ოდიშარია საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაციის - „თბილისი-ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვისპრეზიდენტს, მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანს შეხვდა.

 

ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაცია, ფინურ-ქართულ ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი - „საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად“(ჰელსინკი) და კონფლიქტის ზონებში მოქმედი რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია 2019 წლის შემოდგომისათვის გეგმავენ საქართველოში განახორციელონ პროექტი სახელწოდებით: „ევროპა, ჩვენი საერთო სახლია - ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!“.  პროექტში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები და  ჩრდილოკავკასიელი და ევროპელი თანატოლები. აღნიშნულ ორგანიზაციებს ანალოგიური პროექტების წარმატებულად განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

 

პროექტის მონაწილეებისათვის განკუთვნილ შემეცნებითი-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებს წარუძღვებიან ფინეთის განათლების სფეროს წამყვანი პედაგოგები. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნაობებს. შეხვდებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

 

ბექა ოდიშარიადიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით მიესალმა და მხარდაჭერა გამოხატა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დიპლომატიის ფორმატში განსახორციელებელ პროექტებისადმირომლებიც მიმართულია კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის განმტკიცებისაკენ, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების დაახლოებსკენ, რადგაც ჩვენ ხალხებს შორის კავშირ-ურთიერთობათა გაღრმავება განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს და ხელს შეუწყობს გამოყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შორის ნდობის აღდგენას.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...