11:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის.

სიახლეები

გიორგი ჩოგოვაძე- Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს

 

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს. 6 ნოემბრიდან პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 წელი გრძელდებოდა ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და  წარმატებით დასრულდა - რის შედეგადაც დღეს Ryanair-ი უკვე საქართველოშია.

 ,,ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 3 რეისის მიმდინარე წელს დაწყებას. Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს, რადგანაც ყველა მიმართულება, რომელსაც Ryanair-ი იწყებს და მომავალშიც დაამატებს იქნება ევროკავშირის ქვეყნები. და იმავდროულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს. მე ვუსურვებ ავიაკომპანია Ryanair-ს, ისევე როგორც ყველა სხვა ავიაკომპანიას ძალიან წარმატებულ მუშაობას და მოღვაწეობას საქართველოში, რამეთუ ეს ჩვენი ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპასთან დაახლოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, -‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებას დაამატებს, რომელიც პირველ ეტაპზე კვირაში 3 ჯერ შესრულდება.

,, ჩვენი მიზანიც არის ის, რომ ავიაკომპანიამ წარმატებით განახორციელოს ოპერირება, წარმატებით შემოიყვანოს საქართველოში მეტი ტურისტი, რაც ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან დადებითად აისახება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და ახლო აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს. 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე,  Lufthansa-ს შემდეგ სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი