06:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კუკავა: მივმართავ ტელეარხებს, მოხსენით ეთერებიდან „მიგრანტების“ რეკლამა
გიორგი ჩოგოვაძე- Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს

სიახლეები

კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც კალაძემ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიზნით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება.

„კიდევ ერთ ძალიან კარგ პროექტს ვახორციელებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ვარკეთილში კეთდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სრული სტანდარტების დაცვით, ასევე, მცირე ზომის სტადიონი. საფეხბურთო კომპლექსი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე, აღჭურვილი იქნება ღამის განათებით, ირგვლივ ტერიტორია კეთილმოეწყობა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი სპორტული მოედნები ყველა რაიონში პროექტის სახით განხორციელდეს.  ამას ემატება მულტიფუნქციური კომპლექსების პროექტები, რომელთა განხორციელებას ვიწყებთ ვარკეთილში და დიდ დიღომში.

შეგიძლიათ, მოიძიოთ ფოტოები, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როდესაც წინასაარჩევნოდ ვიყავით. ეს იყო გატიალებული მინდორი და დარწმუნებული ვარ, ვიღაცებს წარმოდგენილი ჰქონდათ აქ სამშენებლო პროექტების განხორციელება და კორპუსების აშენება, მაგრამ ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტული მოედნების, პარკების და სკვერების მოწყობაა პრიორიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო კომპლექსი, რომელიც ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონში შენდება, მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხელოვნურსაფარიან მოედანს, 220-250 ლუქსიანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით და ხელოვნურსაფარიან მცირე ზომის მოედანს.

აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად, 18 243 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თბილისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში. პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს FORWARD-ის თანდაფანინანსებით ხორციელდება. საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. 

სამშენებლო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი მოსიძემ და რევაზ სოხაძემ, საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაათვალიერეს.

 


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი