11:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება
კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

სიახლეები

კახა კუკავა: მივმართავ ტელეარხებს, მოხსენით ეთერებიდან „მიგრანტების“ რეკლამა

 

„საქართველო არ არის არც გერმანია, არც საფრანგეთი, ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით და ათიათასობით მიგრანტის მიღება. ეს საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობისათვის დამღუპველი იქნება“ - ამის შესახებ, განცხადებას აკეთებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა. საუბარი ეხება მიგრანტების შესახებ გადაღებულ სარეკლამო ვიდეორგოლს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით, რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ტელეარხებზე გადის.

 

სარეკლამო ხასიათის კლიპში, მიგრანტები ყვებიან, რატომ მოუწიათ მათ საკუთარი ქვეყნის დატოვება და საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდიან მათი შეფარებისთვის. კახა კუკავას თქმით,  სამმილიონიან საქართველოში მიგრაციის მზარდი მასშტაბები, ქვეყნის დემოგრაფიის ისედაც კატასტროფულ მაჩვენებელზე, მომავალში ნეგატიურად აისახება.

 

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ქართულ ტელეარხებს მოუწოდებს, აღნიშნული ვიდეორგოლი ეთერებიდან მოხსნან და უცხოური დირექტივების ზეგავლენისგან გათავისუფლდნენ.


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...