10:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახა კუკავა: მივმართავ ტელეარხებს, მოხსენით ეთერებიდან „მიგრანტების“ რეკლამა

სიახლეები

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება

 

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს.

 

„დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მინდა მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც დადგენილ წესებს ზედმიწევნით იცავენ.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ახალი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის შეიქმნა და მისი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ამ აპლიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასევე, იყენებენ გადახდის აპარატებს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, რომელიც იქ პირველ სექტემბრამდე იდგება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე დარჩებიან, მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებენ, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივმა უკვე  მოახერხა რეგისტრაცია და ისინი უფასო პარკირებით სარგებლობენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მსგავს მიდგომებს თბილისის სხვა უბნებსა და ქუჩებშიც დანერგავს.

 

„ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც  ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში  ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე, პროექტის ფარგლებში,  აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გათვლილია 150 ავტომანქანაზე და სრულად ევროპული სტანდარტების მქონეა, თავისი სახანძრო უსაფრთხოებით, კამერებით, შშმ პირებისთვის, ასევე ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ადგილებით. გვინდა, რომ ამ მოედანზეც იგივე მიდგომა გვქონდეს და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დავნერგოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი