08:32 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება
ვაკის პარკის წინასაპროექტო კვლევაზე და ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს

სიახლეები

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომელიც 60 დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

 

„მე დავპირდი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 3 000 ოჯახამდეა, რომ მოგვარებული იქნებოდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეულობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან თავიანთ ფართებს. ამჯერად გვყავს გამარჯვებული კომპანია. გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25- კორპუსის მიმდებარედ,  11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე. გამარჯვებული კომპანია გახლავთ ბი დეველოპმენტი, რომელმაც დაახლოებით, 60 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, მერმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით,  15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში,   IV /-ის  N2-ში დაუკანონდა  საცხოვრებელი ფართები და საკუთრების მოწმობები რამდენიმე დღეში გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...

პოპულარული

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

21 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი