00:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს

სიახლეები

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

 

 ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“    მონაკვეთს მოიცავს.

ზემოთხსენებულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს. ხოლო, ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით.

გარდა ამისა,  მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „დელისთან“ ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.

24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან  მეტროსადგურ „დელისის“ მონაკვეთზე გავრცელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება.

          

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...