სიახლეები
27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.
აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს. ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც.
დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ.
ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ,
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
