12:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სამთავრობო გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს
თბილისის მერი მინსკში „ქართული სახლის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო

სიახლეები

თბილისის მერმა, მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019 გახსნის ღონისძიებას დაესწრო

 

თბილისის მერმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და ბელარუს ხალხს „თბილისობის“  ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფესტივალის ჩატარების ტრადიცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია

 

„თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. შარშან, როდესაც ჩვენს დედაქალაქში მინსკის დღეები აღინიშნა, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ჩვენი ურთიერთობა  ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს თავისთავად გულისხმობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, რომელიც ამჯერად მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნებით გამოიხატა.  ეს სახლი ხელს შეუწყობს ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას, ექსპორტს და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.

 

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მინსკელ კოლეგებს, რომელთა ძალისხმევით, უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე  წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია. დღეს, აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. ასევე, მიხარია, რომ ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, საამაყოა, რომ ჩვენი ქალაქის დღე აღინიშნება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ჩვენთან ერთად

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...