08:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში, ზაქარაიას III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

სიახლეები

თენგიზ ომანიძე: პედაგოგთა ძირითად რაოდენობას მამუკა ბახტაძის დაგეგმილი ხელფასების მომატება არ შეეხებათ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება. კონკრეტულად კი, 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევს; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს.

 

ბახტაძის აღნიშნულ განცხადებას, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული რეფორმის უკან, სინამდვილეში სულ სხვა რეალობა დგას:

 

„სამწუხაროდ, მამუკა ბახტაძემ გვერდი აუარა იმ საკითხს, რომელზეც ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გვქონდა ბრიფინგი - რა ელოდებათ სკოლის იმ პედაგოგებს, რომლებიც არ არიან სერტიფიცირებულები? და ამ შემთხვევაში, საუბარია პედაგოგთა ორ მესამედზე.

როცა მამუკა ბახტაძე საუბრობს პენსიონერებზე - გასაგებია; როცა საუბრობს სერტიფიცირებულებზე - გასაგებია, მაგრამ პედაგოგთა ძირითად რაოდენობას, რომლებიც არ აპირებენ არსად წასვლას - მათ ბახტაძის დაგეგმილი ხელფასების მომატება არ შეეხებათ. შეეხებათ თუ არა ამ პედაგოგებს შემცირება და ოპტომიზაცია - ამ თემას პრემიერ-მინისტრმა გვერდი აუარა, თუმცა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, თავის პასუხში ეს, პრაქტიკულად, დაადასტურა. ამიტომ რეალურად, ბახტაძემ პედაგოგებს ხელფასების მატება კი არ უნდა მიულოცოს, არამედ მათ დიდ ნაწილს უნდა მიუსამძიმროს და უთხრას სიმართლე - დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ, ვინც ახლა მუშაობთ, გაგყრით. შესაბამისად, ჩემს მიერ გაჟღერებული რეფორმა თქვენ  არ შეგეხებათო.

 

სხვათა შორის, ჩვენი ბრიფინგის შემდეგ, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი პედაგოგი გვწერს და გვეუბნება, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არის რეალობაში, რაზეც ჩვენ მივუთითეთ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ ბახტაძეს, შეაჩეროს დაგეგმილი გამოცდები, ჩატარდეს ექსპერტიზა ამ საგამოცდო ტესტებზე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ისედაც სამართლიანი იქნება, რომ ხალხს, რომელიც სიბნელეში, ყინვაში, სიცივეში, სამოქალაქო ომის დროს 60 ლარად ასწავლიდა ბავშვებს - პანღურის ამორტყმამდე, ჯერ მადლობა მაინც გადაუხადონ და მომატებულ ხელფასზე ამუშაონ. ხვალ რომ ვიღაც 20 წლის ბავშვს მოიყვანენ პედაგოგად და 800 ლარს გადაუხდიან, 800 ლარი ზოგიერთ ქართულის მასწავლებელს ორი წლის მანძილზე არ აქვს აღებული“ - აცხადებს თენგიზ ომანიძე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი