04:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სტივენისა და ნიკო ბურის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის პირველ მდივანს შეხვდა

სიახლეები

TBILISI PIANO FEST პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე გაიხსნება

დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

 

პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიება პირველ სექტემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

 

კონცერტზე დასწრება უფასოა და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი წარუძღვება. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებს ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. პირველ სექტემბერს, 20:00 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება  პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომლის ფარგლებშიც, ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ქართველ მსმენელს ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს.   

 

TBILISI PIANO FEST-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე  პიანისტები წარსდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა BECHSTEIN, რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ექვსი საკონცერტო როიალი ჩამოიტანა.

 

ფესტივალის ბილეთები biletebi.ge-სა და „ბიბლუსის“ სალაროებში იყიდება. ყოველი საფესტივალო დღის 15:00 საათზე ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ღია მასტერ-კლასები გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის  უფასო იქნება. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...