21:31 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

სიახლეები

„თავისუფალი საქართველო“: განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა გადახედოს

ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკული შენიშვნა კეთდება ეროვნული

გამოცდების ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, როგორც

აბიტურიენტების, ისე პედაგოგების მხრიდან. განსაკუთრებული

უკმაყოფილების საგანია ე.წ. უნარების ტესტი, რომლის შედგენის

მეთოდოლგია ხშირად იწვევს გაურკვევლობას და არანაირად არ ასახავს

აბიტურიენტის ცოდნას ობიექტურად. წლევანდელ გამოცდებზე

დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალურ საგნებში

აბიტურიენტმა აჩვენა მაღალი შედეგი, თუმცა უნარების ძალიან სადავო

ტესტზე გაცემული პასუხის შედეგად, დარჩა უმაღლესი სასწავლებლის

მიღმა.

იმავდროულად, ახალგაზრდების უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოებაც,

რომ გამოცდების შემდეგ, განათლების სამინისტროს მიერ ხდება

აბიტურიენტთა გარკვეული კატეგორიისთვის (რომელთაც სპეციალურ

საგნებში დაბალი შედეგი აჩვენეს) განსაკუთრებული შეღავათების

დაწესება (ე.წ. „ქულების მომატება“), რაც ძალიან არასამართლიანია

სტუდენტთა იმ კატეგორიის მიმართ, რომელთაც მაღალი ქულები მიიღეს

სპეციალურ საგნებში და მინიმალური ქულა (ზოგიერთ შემთხვევაში 0,2)

დააკლდათ უნარებში.

მივმართავთ განათლების სამინისტროს, კანონის ფარგლებში განიხილოს

აბიტურიენტების შუამდგომლობა, რათა მოხდეს შეღავათების დაწესება

სტუდენტების ყველა კატეგორიისთვის თანასწორად და

არადისკრიმინაციულად, მ.შ. იმ კატეგორიისთვის, რომელთაც დააკლდათ

ქულები უნარების ტესტში.

 

დანართი: ტესტი, რომელზე გაცემული არასწორი (?) პასუხის გამო,

ნიჭიერი მხატვარი რჩება სასწავლებლის მიღმა, მიუხედავად სპეციალურ

საგნებში ნაჩვენები მაღალი შეფასებისა. ასეთი მაგალითები, სამწუხაროდ,

მრავლადაა:

უნარების ტესტი, 2019:

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ---- გვენატრება, სინამდვილეში კი გვენატრება -

--- უფრო ბედნიერებმა და ახალგაზრდებმა, ვიდრე ახლა ვართ. ასე

გვატყუებს ---- ნიღბით.

ა) კონკრეტული დრო / ადგილი, სადაც ის დრო გავატარეთ / დრო სივრცის.

ბ) რომელიღაც შორეული ადგილი / დრო, რომელიც იქ გავატარეთ / დრო

სივრცის.

გ) წარსული დრო / ის დრო, რომელიც საინტერესო ადგილას გავატარეთ /

დრო სივრცის.

დ) რომელიღაც შორეული ადგილი / ადგილი, სადაც დრო საინტერესოდ

გავატარეთ / სივრცე დროის.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...