20:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახლადგახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია

სიახლეები

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი  გამოცხადდება

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

„ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან და მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას დააკავშირებს. იცით, რომ უკვე დაწყებულია ლისის ტბიდან ჩამოსასვლელი გზის მშენებლობა. ეს ახალი კვანძი ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილია, ხოლო მესამე იქნება მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, მარჯვენა-მარცხენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება. ამ პროექტზეც მიმდინარეობს მუშაობა. „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე  ტენდერს ვაცხადებთ და შემსრულებელ კომპანიას შევარჩევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განმარტებით, პროექტი მომზადებულია მაღალი სტანდარტით და ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას პასუხობს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...