სიახლეები
თბილისის მერი კახა კალაძე, ორბელიანის მოედანზე, სადაც უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, მუნიციპალური პავილიონის მუშაობის პროცესს გაეცნო.
კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიაზე უფასო პარკირება შეეხება შშმ პირებს და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
„ზონალურ-საათობრივი პარკირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სიახლე ჩვენი ქალაქისთვის. პირველი საპილოტე პროექტი ჩვენ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით განვახორციელეთ. რადგან სიახლეა, თავიდან ვფიქრობდით, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნებოდა, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ იქ განვათავსეთ საინფორმაციო ჯიხური და გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე, სტუმრებთან, საზოგადოებამ ეს პროექტი ძალიან პოზიტიურად მიიღო. დღეიდან უკვე ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე გვექნება ანალოგიური მიდგომა - პარკირებისას გათვალისწინებული იქნება საათობრივი გადახდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. უფასო იქნება ასევე, შშმ პირებისთვის და ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რომლებისთვისაც გამოყოფილია სპეციალური ადგილები. მოქალაქეებს აქ ასევე მოემსახურება ჩვენ მიერ მოწყობილი მიწისქვეშა პარკინგი. გვინდა, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებზე და ქუჩებზეც გავრცელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 15-წუთიანი პარკირება, ისევე, როგორც კოტე აფხაზის ქუჩაზე, აქაც უფასო იქნება, საათის ღირებულება კი - 1 ლარი.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები.
მსგავსი სიახლეები

30 ოქტ 2019პარკირება
კახა კალაძე: პარკირების გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ავტობუსები ჩანაცვლდება

1 ოქტ 2019პარკირება
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
