20:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო
სოფიო ქაცარავა: „ოპოზიციის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაა, რადგან სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ დარჩენილი“

სიახლეები

ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

 

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

 

„დავასრულეთ კიდევ ერთი საგზაო პროექტი. სააკაძის III შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მთლიანად ამორტიზებული იყო გზის საფარი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახლით შეცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც კაპიტალურად შევაკეთეთ გზა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...