00:30 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მთაწმინდაზე ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული, სამწუხაროდ, არ სრულდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულების გამო

სიახლეები

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალური მედლით დაჯილდოვდა

თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. დედაქალაქის მერს ჯილდო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა გადასცა.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის განცხადებით, კახა კალაძეს მედალი და საპატიო ორდენი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე თბილისსა და ბაქოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გამო გადაეცა.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყოველთვის აფასებდნენ ბატონი კახა კალაძის მიღწევებს. იგი, მერის რანგში, დღესაც აგრძელებს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ბატონი მერი დაჯილდოვებულია „აზერბაიჯანის დიპლომატიური ორდენით,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ხელისუფლებას საპატიო ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ეს ჯილდო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასეთი ჯილდოსთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, რომელშიც გათვალისწინებული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ინტერესები. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ხელმძღვანელი მახირ მამედოვი დაესწრო.

                                                                                            

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...