13:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფილმის გადაღებების გამო ნუცუბიძის ფერდობზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება
მარიამ ჯაში და გუგული მაღრაძე ვირჯინიის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ

სიახლეები

თბილისის მერის მოადგილე „შემოდგომის თბილისის“ ღია რეპეტიციას დაესწრო

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება. კახიძის მუსიკალურ ცენტრში ღია საფესტივალო რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

„შემოდგომაზე, თბილისში, საფესტივალო ცხოვრებას ძალიან დიდი დღესასწაულით ვიწყებთ. მსმენელს 11 დაუვიწყარი კონცერტი ელოდება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომა თბილისში ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. წინ გვაქვს ორი თეატრალური, ფოტო და კინო ფესტივალები. ვფიქრობ, რომ თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს საფესტივალო ქალაქი და ზოგადად, რეგიონში, კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

„შემოდგომის თბილისი“ აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. მასში, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მუსიკოსები, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იტალიიდან, ლატვიიდან   და  ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს. მათ შორის, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი კოვალიოვი, გიორგი ხარაძე, ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები, ვოკალური ანსამბლი LATVIAN VOICES, ანსამბლი „დიდგორი“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ლა სკალას კამერული ორკესტრი და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, 11 ოქტომბერს,  კომპოზიტორ  ალექსანდრე  შავერზაშვილის  100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი