სიახლეები
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, რიგით 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება. კახიძის მუსიკალურ ცენტრში ღია საფესტივალო რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
„შემოდგომაზე, თბილისში, საფესტივალო ცხოვრებას ძალიან დიდი დღესასწაულით ვიწყებთ. მსმენელს 11 დაუვიწყარი კონცერტი ელოდება. მინდა აღვნიშნო, რომ შემოდგომა თბილისში ამ მხრივ ძალიან გამორჩეული იქნება. წინ გვაქვს ორი თეატრალური, ფოტო და კინო ფესტივალები. ვფიქრობ, რომ თბილისს აქვს პოტენციალი გახდეს საფესტივალო ქალაქი და ზოგადად, რეგიონში, კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
„შემოდგომის თბილისი“ აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს. მასში, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი მუსიკოსები, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები იტალიიდან, ლატვიიდან და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს. მათ შორის, ხატია ბუნიათიშვილი, გიორგი კოვალიოვი, გიორგი ხარაძე, ალექსანდრე და დანიელ გურფინკელები, ვოკალური ანსამბლი LATVIAN VOICES, ანსამბლი „დიდგორი“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ლა სკალას კამერული ორკესტრი და სხვა. ფესტივალის ფარგლებში, 11 ოქტომბერს, კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.
ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროში მოღვაწე, გამოჩენილი მუსიკოსები.
მსგავსი სიახლეები

18 მარ 2021ხელოვნება
მიხეილ სარჯველაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება
კვირის გრაფიკი
ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში
12 აპრ 2021კვირის გრაფიკი
2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრილი, 2021კვირის გრაფიკი


თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა
