04:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

სიახლეები

დედაქალაქის მერი ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

 

ამ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობას ასრულებს. ასევე, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის  დემონტაჟი, ბორდიურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები.  

 

„პროექტის ყველაზე მძიმე ეტაპი - მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მთლიანად დასრულებულია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. როდესაც სამუშაოები დაიწყო, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის განხორციელების დროს, წყლის მიწოდების შეზღუდვისას, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება გვიწევდა, რამაც, რა თქმა უნდა, პროექტის ვადების ცვლილება გამოიწვია. ახლა ყველაზე მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რათა მგზავრებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

 

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი