05:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერის განცხადება
ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი

სიახლეები

ზაზა გაბუნია 114-ე და 138-ე სკოლების პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან  ერთად 114-ე და 138-ე სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მიმდინარე წლიდან ავარიული შენობების ადგილზე ახალი, ევროპული სტანდარტის სკოლების მშენებლობა დაიწყება.

 

ზაზა გაბუნიამ და ირინა აბულაძემ სკოლების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს  იმ პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებით, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას სჭირდება.

 

"წინა წელს მე დავპირდი 114-ე და 138-ე სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს, რომ მათი შვილები ახალაშენებულ, მაღალი დონის სკოლებში ისწავლიდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს და საერთაშორისო პარტნიორებს, დონორ ორგანიზაციებს,  რომლებიც ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახლო პერიოდში ბავშვები ევროპული სტანდარტების ახალი სკოლებში განაგრძობენ სწავლას".

 

შეხვედრას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა პანდემიასთან საბრძოლველად

23 მარ 2020კვირის გრაფიკი

                საქართველოში მწვავე მოვლის საავადმყოფო საწოლები მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით...

კორონავირუსის გავრცელების სიმძიმე ქვეყნების მიხედვით

16 მარ 2020კვირის გრაფიკი

                  ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიოში ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე იტალიაში 410...

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში ვიზიტორთა წლიური ზრდა თებერვალში იანვართან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით 2020 წლის იანვრის წლიური ზრდა...

პოპულარული

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

2 მარტი, 2020კვირის გრაფიკი

ვიზიტორთა კლება საქართველოში

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარტი, 2020კვირის გრაფიკი