11:16 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს
თბილისის მერის განცხადება

სიახლეები

თეა წულუკიანი აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდა

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.
 
როგორც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის დარგობრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა საქართველოში ოჯახში ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის; იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პენიტენციური და სამართალდამცავი სისტემის მხარდასაჭერად იჩენდა.
 
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას პენიტენციური და პრობაციის სისტემების სფეროში და ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ამჟამად საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შესახებ, რომელიც სპეციალური სერვისების შეთავაზებით, პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. თეა წულუკიანმა, აგრეთვე, ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ექსტრადიციის სფეროში.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რითაც ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი პარტნიორობა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის. 
 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...