11:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს შეხვდა
თეა წულუკიანი აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდა

სიახლეები

ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

 

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული  კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს - ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს მადლობა გადაუხადა. 

 

„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ არა მხოლოდ გლდანის რაიონისთვის,  არამედ მთლიანად დედაქალაქისთვის. ახალი მიზიდულობის ცენტრი გვექნება, როგორც ამას წინასაარჩევნოდ დაგპირდით. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა და კონცეფცია ძალიან კარგად იყო შემუშავებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი