04:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერი და მისი ჯგუფი სამაგალითოა მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები
დედაქალაქში ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ამერიკული გამოცდილების დანერგვა და პარტნიორებისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.
 
ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს  ხელმძღვანელთან ქეთლინ ჰოკ სოიერთან. თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია.
 
თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს შორის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მომავალში მათი დასაქმებას, პროფესიულ სწავლებას, განათლების მიღებას უზრუნველყოფს.
 
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქართული რეფორმების მხარდაჭერისა და ქართული მხარისათვის ამერიკული გამოცდილების გაზიარებისათვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...