21:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელს რეგიონში
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

სიახლეები

თბილისის მერი და მისი ჯგუფი სამაგალითოა მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის შეფასებით სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებასთან  დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ნამდვილად  დიდი  და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.

 

მისი თქმით,  თავის დროზე აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მხარდაჭერისათვის პარლამენტმა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსაც კი დაუჭირა მხარი და სასიხარულოა, რომ ეს საქმე დღეს კონკრეტული შედეგით დაგვირგვინდა და უკვე ახლო მომავალში 2500-მდე ოჯახს ექნება საშუალება ახალსახლობა იზეიმოს იმ პირობებში, როდესაც ეს იმედი მათ პრაქტიკულად გადაწურული ჰქონდათ.

 

„ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი მთელ ამ პროცესში არის  ერთი რამ, რომ არსებობენ სახელმწიფო მოხელეები, საკმაოდ გამოცდილი, მაგრამ დახელოვნებული იმაში, რომ არგუმენტირებულად დაასაბუთონ, რატომ არ აგვარებენ ამა თუ იმ პრობლემას, რომელიც უბრალო მოქალაქეებს თუ ბიზნესს აწუხებს. მაგრამ ამავე დროს  არსებობენ, სამწუხაროდ, მცირე ჯგუფი, მაგრამ მართლაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისა - ხალხის მსახურების, რომელთაც მთელი აზროვნება, მთელი ძალისხმევა მიმართული აქვთ იმაზე, რომ მოძებნონ გზები პრობლემების მოსაგვარებლად  და არა იმაზე - დაასაბუთონ რატომ არ აგვარებენ. ასეთ მცირე ჯგუფს მიეკუთვნება კახი კალაძე და მისი გუნდი და ძალიან მიხარია, რომ ეს არის ნათელი დემონსტრაცია და სამაგალითო მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...