11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი ეწვევა
თბილისის მერი და მისი ჯგუფი სამაგალითოა მთლიანად საჯარო სამსახურის, სახელმწიფოსი და ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოვაგვაროთ ადამიანის პრობლემები

სიახლეები

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელს რეგიონში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა უძღვებოდა,  საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ დადგენილების პროექტი განიხილეს.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“  ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით საქართველო აღიარებს ძირითადი კონვენციით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინდივიდუალური საჩივრები სახელმწიფოს მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ გათვალისწინებული უფლებების დარღვევების თაობაზე.

 

საქართველოს პარლამენტის მიერ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს მხრიდან კონვენციის მოთხოვნებისა და დებულებების სრულფასოვან განხორციელებას, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარგში დამკვიდრებული სტანდარტების ამაღლებას და საქართველოს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრის მიერ, საერთაშორისო ვალდებულებების წარმატებულ განხორციელებას.

 

„საკითხს, რომელიც დღეს განსახილველადაა წარმოდგენილი, ვლობირებდი ჯერ კიდევ  მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორში ვიყავი. ეს არის სტრატეგიული საკითხი თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის. ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით ჩვენ ვხვდებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მთელს რეგიონში“, - განაცხადა მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.

 

საკითხს, კომიტეტის მათ შორის, ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების პროცედურების უზრუნველყოფას და შესაბამისი წესით მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებენ.

 

როგორც მომხსენებელმა განმარტა, ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამკრძალავი ბიუროების მომსახურებაზე გაწეული ხარჯი აჭარბებს საქართველოს კანონით გამარტივებული შესყიდვებისთვის განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს (50 000 ლარი), რის გამოც ხდება გამარტივებული შესყიდვების თაობაზე ნორმის დადგენილი დარღვევა.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით განსახორციელებელი შესყიდვების ჩამონათვალს დაემატება საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელება  საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ.

მთავრობის წარმომადგენელმა,  სხდომაზე, „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თაობაზე დოკუმენტიც წარადგინა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი