05:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერიის საუკეთესო ინციატივაა - საჯარო-კერძო პარტნიორობით ქალაქის ურთულესი პრობლემის - შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტიდან ბელგიის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლის განხორციელება დაიწყო

სიახლეები

             საქართველოსა და ესტონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ტალინიდან პირველი პირდაპირი რეისი განხორციელდა. აქამდე ესტონეთში საქართველოდან საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.

10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. უკვე შესრულდა ფრენები ეინდჰოვენისა და ბრიუსელის მიმართულებით. ამ დღეებში პირდაპირი რეგულარული რეისები დამატებით კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულებით: ბაზელში, კოპენჰაგენში, პოზნანსა და ბარიში შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიასა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული