11:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიგი წერეთელი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
თბილისის მერიის საუკეთესო ინციატივაა - საჯარო-კერძო პარტნიორობით ქალაქის ურთულესი პრობლემის - შეჩერებული მშენებლობების საკითხის მოწესრიგება.

სიახლეები

„ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი და უფრო სამართლიანი“

კარგად მესმის, თუ რამხელა შრომა, ენერგია, თავდადება და გამბედაობა გაქვთ თითოეულ ქალს ჩადებული თქვენს საქმიანობაში და იმაში, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყოთ საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლები. ვისურვებდი, რომ ყოველ მომდევნო წელს, ეს შემადგენლობა იყოს უფრო დიდი, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც საკრებულოებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი, უფრო სამართლიანი და რაც მთავარია, ნაკლები დაბრკოლებები გვხვდებოდეს ჩვენ ერთად იმ გზაზე, რასაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა ჰქვია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემთამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეექვსე ყოველწლიურ კონფერენციაზე.

თამარ ჩუგოშვილმა დეტალურად ისაუბრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორ მიმართულებაზექალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

ეს არის ორი თემა, რომელიც ჩვენთვის იყო და არის პრიორიტეტი, განსაკუთრებით ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც წელს შევარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის ეს საკითხი კვლავ შეინარჩუნებს მნიშვნელობას და აქტუალობას, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ გქონდეთ შემოსავალი, გქონდეთ სამსახური, გქონდეთ დამოუკიდებლად არსებობის წყარო და შესაძლებლობა. ეს შემდგომ განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის - სურვილს, რომ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, ახლა უკვე, ძალიან ნათლად და მკაფიოდ არის გაწერილი სახელმწიფოს ვალდებულება არსებითი თანასწორობა უზრუნველყოს ქალებსა და კაცებს შორის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დეკლარაციული ნორმებით და ფრაზებით არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, 2017 წლის ბოლოს, ვერ მოხერხდა პოლიტიკური შეთანხმება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო სიების წარდგენას შეეხებოდა, თუმცა, ახლა სხვა რეალობაა, რადგან ხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული.

ჩვენ, პრინციპში, პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან წამახალისებელ ნორმებს. კანონმდებლობაში ჩავწერთ, რომ პარტია, რომლის საარჩევნო სიაში 30%, ანუ ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის იქნება, მიიღებს დამატებით საბიუჯეტო

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად ძვირია საქართველოში ცხოვრება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

16 სექ 2019კვირის გრაფიკი

ცხოვრების სიიაფის მიხედვით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზე იმყოფება. Numbeo-ს მონაცემებით საქართველოში ცხოვრების ღირებულების ინდექსის სიმცირით ევროპაში კოსოვოს შემდეგ მეორე ადგილს...

როგორია ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურება საქართველოში?

9 სექ 2019კვირის გრაფიკი

დაბინძურების მიხედვით საქართველო ევროპაში გამოირჩევა. Numbeo-ს მონაცემებით საქართველო დაბინძურების ინდექსით ევროპაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული ინდექსი ზომავს ჰაერის და წყლის...

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. სტოკჰოლმის საერთშორისო სამშვიდობო კვლევების ინსტიტუტის მონაცემების...

პოპულარული

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე ევროპაში?

2 სექტემბერი, 2019კვირის გრაფიკი