20:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ისტორიული და გამჭვირვალე პროცესი
„ვისურვებდი, რომ ისევე როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებში, ასევე საქართველოს პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა იყოს უფრო მაღალი და უფრო სამართლიანი“

სიახლეები

გიგი წერეთელი საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დღეს საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

 

შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის საკითხები.  კონკრეტულად, საუბარი შეეხო ყარაბახთან დაკავშირებულ საკითხებს და  ეუთოს ჩართულობას ამ პროცესებში.

 

გიგი წერეთლის თქმით, „არსებობს ეუთოსი მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობს და ჩვენც ვეხმარებით ამ პროცესს, თუმცა ბუნებრივია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების საფუძვლები და გასაღებიც არის თვითონ ქვეყნებში. აქ უნდა იყოს პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ მოხდეს მოგვარება, მოხდეს შერიგება და არ იყოს ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, რომელიც რეგიონში ამჟამად არის“.

 

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ის არსებული კონფლიქტები, რომელიც რეგიონში არსებობს, ეს ეხება რუსეთ-საქართველოს თუ ყარაბახის კონფლიქტს, მთლიანად რეგიონალური განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორებია, ამიტომ მთავრი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ კონფლიქტების მოგვარებისთვის და ამ გზას ხელისშეწყობა ჭირდება, რაშიც  ეუთო აქტიურად არის ჩართული.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნებისა და მეგობარი ერების ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას კულტურული და ეკონომიური მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...