08:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს
მმართველი გუნდის მიერ მიღებულმა კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ისტორიული და გამჭვირვალე პროცესი

სიახლეები

გიორგი ჩოგოვაძე: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, დღეს ჩიკაგოში ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანია UNITED AIRLINES-შეხვდება.

UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINES მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა.

გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უაკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი 24 % გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

,,შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაანონსა. დღეს, ჩიკაგოში ვხვდებით ამერიკის უმსხვილეს ავიაგადამზიდავს, UNITED AIRLINES , რომელიც STAR ALLIANCE ერთ-ერთი დამფუძნებელია. შემდეგ კი უკვე ატლანტაში მეორე ამერიკულ გიგანტთან - DElTA AIRLINES-სთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. DElTA AIRLINES ავიაფლოტის სიდიდით, მგზავრთა გადაყვანის კუთხითა და მიმართულებების რაოდენობის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.  სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საავიაციო ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას ხელი შეუწყო საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში განხორციელებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, პირდაპირი რეისების განხორციელებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...

პოპულარული

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

21 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი