08:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს
გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს

სიახლეები

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ძველი გალავნის ფრაგმენტი აღმოაჩინეს

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გასამაგრებლად (სადრენაჟე სისტემის მოსაწყობად)  გავლებულ ღრმა ჭრილში  არქეოლოგიური ნაშთები გამოვლინდა.  კერძოდ, ძველი გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა.

პროექტში ჩართული მხარეების: არქეოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით,  სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი ძველი გალავნის ნაშთები უნდა შენარჩუნდეს, შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე პროექტი დაკორექტირდა.

დაკორექტირებული პროექტის მიხედვით, სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა - მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის ბოლოს იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის თქმით, პროექტის დაკორექტირებით კულტურული მემკვიდრეობაც შენარჩუნდება და გალავანს წყლებიც ასცდება.

„დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო გალავნის კედლის რეაბილიტაცია. როდესაც უკანა კედლის მხარეს ამოვიღეთ ჭრილი, რომ სადრენაჟე მილები ჩაგველაგებინა, აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მას შემდეგ,  რაც არქეოლოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკორექტირებინა პროექტი ისე, რომ არქეოლოგიური მხარეც შენარჩუნებული და აღწერილი იყოს და იმ წყლების დიდი ოდენობა, რომელიც აზიანებს  გალავნის კედელს, ამა თუ იმ გზით ავაცდინოთ გალავანს“, - განაცხადა ალექსანდრე ტოგონიძემ.

ფონდის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა სპეციალისტს, მათ შორის პროექტის ავტორს, მშენებლებს, არქეოლოგებს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი