14:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
დიდუბის გამგეობა საბავშვო ბაღების ეზოებში ასფალტის საფარს აწესრიგებს

სიახლეები

თბილისში  „ბრიტანული სეზონი 2019“  ოფიციალურად  გაიხსნა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში  დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასთინ მაქენზი სმითთან ერთად, „ბრიტანული სეზონი  2019“ საზეიმოდ გახსნა.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, „ბრიტანეთი/საქართველო 2019“-ის დროებითი ინსტალაციის გახსნის შემდეგ, დედაქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა  მეტროსადგურში გადაინაცვლეს, სადაც ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენა დაათვალიერეს.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა,  საქართველოში  ბრიტანული სეზონის გამართვა   ხელს შეუწყობს  ბრიტანეთის კულტურისა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე  საზოგადოების მეტ ინფორმირებას.

 

„ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი ბრიტანულ სეზონს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა, ბოლო წლებში, კიდევ უფრო გაღრმავდა და მეგობრული გახდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბრიტანეთის ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის, რომ იგი ქართულად თავისუფლად საუბრობს. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ მას აქვს უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კულტურის მიმართ. ძალიან მიხარია, რომ თბილისში ეს დღეები იმართება. ჩვენ გამოვყავით სხვადასხვა ადგილი, სადაც ანალოგიური სტენდები განთავსდება და ისინი დაინტერესებულ პირებს ბრიტანეთის კულტურაზე, განათლებაზე, სიახლეებზე მოუყვებიან. ასევე, იმოქმედებს მოძრავი საელჩო, რომელიც  დედაქალაქის გარდა  რეგიონებშიც ჩავა, ჩვენს მოსახლეობას გააცნობს ბრიტანეთის კულტურას და მიაწვდის ინფორმაციას  იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიტანეთის ელჩმა  მადლობა გადაუხადა თბილისის მერს ბრიტანული სეზონის   მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

 

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას და პირადად თბილისის მერს,  კახა კალაძეს თანადგომისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ განსაკუთრებით ლამაზია მეტროსადგური „რუსთაველი“. სწორედ ამიტომაც, სამი თვით აქ განვათავსებთ ბრიტანულ გალერეას, რომელიც ბრიტანულ ელფერს შესძენს ამ სადგურს. ამასთან,  ავტობუსებზეც განთავსდება ბრიტანული ხედების ამსახველი ბანერები. ეს არის საქართველოში 2019 წლის ბრიტანული სეზონის  შესანიშნავი დასაწყისი“, - განაცხადა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

„ბრიტანეთი/საქართველო 2019“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი, 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი, სპეციალური პროგრამაა, რომელიც  2019 წლის სექტემბრიდან  დეკემბრამდე განხორციელდება.

 

სეზონის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში  გამართული  ღონისძიებების  ფარგლებში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე, მრავალფეროვან და  გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთ თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით.

 

ბრიტანული სეზონი მოიცავს ფესტივალებს, კონფერენციებს, კინოპროგრამას, ვორშოებსა და მასტერკლასებს, ასევე, დისკუსიებსა და ლექციებს მუსიკის, კინოსა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. პროგრამა წარმოდგენილი იქნება როგორც ბრინატეთის საელჩოს, ასევე, ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი