06:52 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სოფელ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა
თბილისში „ბრიტანული სეზონი 2019“ ოფიციალურად გაიხსნა

სიახლეები

თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

მემორანდუმის თანახმად, ცენტრი მიაწვდის ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოებას იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ ბინაზე მოვლას, არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები და საჭიროებენ კვალიფიციურ დამხმარეს. ინფორმაციის გაცვლა მოხდება პაციენტების თანხმობის შემთხვევაში, კანონის სრული დაცვით. 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით -  საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

ნათია ლოლაძის თქმით, ბინაზე მოვლის სერვისი, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს, თბილისის მერიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. პროექტ 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და იგი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ, შშმ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვული პირების, სამედიცინო, საბაზისო და სოციალურ მოვლას ადგილზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნნით.

სოლომონ როსტომაშვილის თქმით, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად, უფრო მეტი სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანი მიიღებს კვალიფიციურ, უწყვეტ დახმარებას, ხოლო ბინაზე მოვლის სერვისის დანერგვა პირდაპირ იმოქმედებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში შემოსული არამიზნობრივი ზარების რაოდენობაზე. ეს კი  შეამცირებს იმ პაციენტებთან ბრიგადების მისვლის დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.  ამავე დროს,  დაიზოგება ცენტრის ფინანსური რესურსებიც. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი