13:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სოფელ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა

სიახლეები

კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახლადმოწყობილ გზაგამოყოფ ზოლზე მიმდინარე გამწვანების სამუშაოებს მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო.

არსებულ სივრცეში 150 ძირამდე აღმოსავლური ჭადარი, ლიქვიდამბარი და არღავანი ირგვება. ადგილზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა.

დედაქალაქის მერის თქმით, ახლადგამწვანებული ზოლი მეტროს შახტის ადგილზე მოეწყო და ვაჟა-ფშაველას სკვერს აგრძელებს.

„იქ, სადაც  ახლა ავტომობილები გადაადგილდება,  წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო მოძრაობა, რადგან განთავსებული იყო მეტროს გამნიავებელი შახტი. ავტომობილებს ამ კონკრეტული მონაკვეთისთვის გვერდის ავლა უწევდათ და გზა ფიზიკურად არ არსებობდა. ჩვენ ყველაფერი მოვაწესრიგეთ, შახტიც შევინარჩუნეთ და გადმოტანილია გამწვანებული ზოლის ცენტრალურ ნაწილში. ამ მონაკვეთზე, რომელიც, ფაქტობრივად, გაგრძელებაა ვაჟა-ფშაველას  ლამაზი, გრძელი სკვერის, მიმდინარეობს ხე-მცენარეეების რგვა, გაზონის მოწყობა. უახლოეს დღეებში ბილიკის მოწყობის სამუშაოები ჩატარდება და კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე შეემატება ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ადგილზე სამი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება.

„დღეს ირგვება 150 ძირი ხე. ძალიან მალე ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და გამზირს ექნება ისეთი გამწვანებული ტერიტორია, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს მთელ ამ უბანს. ირგვება სამი ჯიშის ხე, მათ შორის, 6-მეტრიანი ჭადრები. ვფიქრობ, ეს პროექტი უნიკალური იქნება იმ ხეივნის გაგრძელების თვალსაზრისით, რომელიც ვაჟა-ფშაველას გამზირზე იყო“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი