15:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

სიახლეები

თბილისის მერმა ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილება

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. მშენებლობის ადგილას, დღეს, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს. ამ ტერიტორიაზე  ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდება. სკოლისთვის 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისის მერიამ გამოყო.

კაფსულაში სკოლის აშენების შესახებ დოკუმენტი ჩაიდო, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა, ქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და ევროკომისარმა მოაწერეს.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში განათლების წვლილზე ისაუბრა.

„დღეს მართლაც  მნიშვნელოვანი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენნაირი მშვიდობიანი, არააგრესიული ერების ერთადერთი ძალაც და განვითარების წინაპირობაც, მართლაც, მხოლოდ განათლება შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს, აქ, მშენებლობის დაწყება არის არა მხოლოდ ახალი ევროპული პროექტის დაწყების მანიშნებელი, არამედ ძლიერი და ბედნიერი მომავლის სიმბოლოც.

მოხარული ვარ, რომ თბილისში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში განათლების უპირველესი კერა იყო, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით და ძალისხმევით აშენდება კომპლექსი, რომელსაც ამჯერადაც, რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ ექნება. ეს სკოლა იძლევა საშუალებას და იმედს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს უფრო მოტივირებული და ადრეული ასაკიდანვე გაუგოს გემო წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავ შრომას. დღეს სწორედ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას: ხარისხიანი ზოგადი განათლება და წიგნიერების მაღალი დონე, რადგან თითოეული ბავშვი ჩვენი მომავალია, რომლის განათლებულ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ მოქალაქედ ჩამოყალიბება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად მიგვაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს, პრემიერ-მინისტრს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, სხვადასხვა უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპული სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ეყოლება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ  გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ,  ევროპულ, მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს.

ევროპული სკოლის საპილოტე პირველი ეტაპი 2018 წელს „ახალი სკოლის“ ბაზაზე დაიწყო.  ამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა.  2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლის.  სკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციის გარდა,ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა-შემუშავებას. ევროპული სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...