სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
სტუმრებმა "აჭარა ჯგუფის" მიერ მუზეუმისთვის დათმობილი სივრცე დაათვალიერეს. ღონისძიება ფრანგი არტისტების დუეტის, ვენსან მუნისა და პრისცილა ტელმონის ვიდეო ინსტალაციით "Unus Mundus: რიტუალები და ტრანსი" გაიხსნა.
შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიმართა და ახალი მუზეუმის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მინდა ქალაქს მივულოცო კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სივრცის შექმნა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თბილისი რეგიონში კულტურის დედაქალაქი უნდა გახდეს. მულტიმედიური მუზეუმის გახნა, რომელსაც თავისი მედიათეკაც ექნება, სწორედ ამ მიმართულებაზე მეტყველებს - ეს რეგიონში პირველი ფოტომუზეუმია. რაც შეეხება მედიათეკას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქალაქ თბილისის მერია მომავალი წლიდან სწორედ მისი მოწყობის კომპონენტში ჩაერთვება", - განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შესაძლებელი გახდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით - "სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის", ხოლო სივრცე მუზეუმს "აჭარა ჯგუფმა" სასტუმროს "სტამბა" ტერიტორიაზე დაუთმო.
მუზეუმის ბაზაზე გაიხსნება მედიათეკა და მულტიმედიური არქივი, რომელიც ფოტოწიგნებისა და თბილისის ფოტოფესტივალის 10-წლიანი არსებობის მანძილზე დაგროვილი მულტიმედიური პროექტების კოლექციას დაეთმობა, გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ფოტოინსტიტუციებისგან საჩუქრად გადმოცემული საარქივო მასალა.
მსგავსი სიახლეები

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

1 ნოე 2019ხელოვნება
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

