22:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძემ ველომარათონში - „დღე ავტომობილის გარეშე“ მიიღო მონაწილეობა
დიდუბეში ფიფიების ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიახლეები

„თავისუფალი საქართველო“: უნდა დაისაჯოს ყველა პირი ვინც შეწყალების კორუფციაშია ჩაბმული

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურება:

მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია (რომელიც მისი წინამორბედების იდენტურია), რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს შეწყალების უფლებას - არასაკმარისი არგუმენტია და არ პასუხობს  საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებს: რის სანაცვლოდ გადაწყვიტა პრეზიდენტმა მკვლელების შეწყალება და რა როლი აქვთ ამ პროცესში მისი ადმინისტრაციის წევრებს?

ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ საქმე გვაქვს შეწყალების პროცესში არსებულ კორუფციასთან და სხვადასხვა პირების მხრიდან ამ მექანიზმით ბოროტად სარგებლობასთან. ამასთან, პრეზიდენტის ხისტი და აშკარად არადამაჯერებელი განცხადებები, კიდევ უფრო ამყარებს ამ ვარაუდებს.

მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე დაიწყო გამოძიება, თუმცა უფრო დიდი მნიშნელობა აქვს, რომ მას არ ჰქონდეს ფორმალური სახე. აუცილებელია, გამოვლინდენენ და სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ის პირები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელი მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების სიაში შეყვანაზე.

გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ შეკითხვას: ვინ არიან შეწყალების კორუფციაში ჩაბმული პირები და მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება მაგალითი შემდეგი ადმინისტრაციებისთვისაც.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

26 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

დემოკრატიის ინდექსი საქართველოსა და მსოფლიოში

19 ივლ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 89-ე ადგილზეა. ჟურნალ „ეკონომისტის" მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის ინდექსი 53.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს...

კოვიდ ვაქცინაცია მსოფლიოში 2021 ივლისი

12 ივლ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ვაქცინაციით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩება. OurWorldinData-ს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 8% არის ვაქცინირებული სულ მცირე 1...