სიახლეები
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა
მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.
ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
„ვილნიუსის სკვერი, რომელიც მთაწმინდის ერთ-ერთ თვალსაჩინო და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. დღევანდელი კონცერტიც ეძღვნება მთაწმინდელებს, რომლებსაც ამ სკვერს, ასე ვთქვათ, ვაბარებთ. თბილისის მერიის პრიორიტეტი არის გამწვანების ღონისძიებები და მუნიციპალიტეტი ყველა უბანში აქტიურად განახორციელებს მსგავს სამუშაოებს “, - განაცხადა მაია ბითაძემ.
ვილნიუსის სკვერის პროექტის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია და იგი ლიეტუვის მხარემ საჩუქრად გადასცა თბილისს.
სკვერის სრული რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ,ვაიდას რამოშკამ შექმნა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.
პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.
სკვერში დამსვენებლებს ასევე, საშუალება აქვთ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეუძლიათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.
პროექტის განსახორციელებლად, მთაწმინდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.
მსგავსი სიახლეები

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

1 ნოე 2019ხელოვნება
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
17 დეკემბერი, 2020ტრანსპორტი

არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
17 დეკემბერი, 2020პოლიტიკა
