04:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში რამდენი ადამიანი სარგებლობს სატელეფონო სერვისებით?
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

დედაქალაქის მერის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, გუდიაშვილის მოედანზე დამატებით  12 შენობის რეაბილიტაციის თაობაზე.

„გუდიაშვილის მოედანზე და მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ასეთი დაახლოებით 14 შენობა იყო. გუშინ კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს კიდევ 12 ნაგებობის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდება სამუშაოები ამ კონკრეტულ არეალში. კიდევ ბევრი შენობა-ნაგებობაა დარჩენილი, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გავყვებით, რათა თბილისში კულტურული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას. ეს ადგილი თავისი ისტორიითა და კულტურით გამორჩეულია. მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.

როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე  საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები დაფიქსირდა. ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით აღმოჩენილი ისტორიული ნაშთები შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება.

აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო,  არქიტექტორები , ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26  შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 000 000 მილიონს.  2019-2020 წლების სამუშაოებისთვის კი დამატებით 25 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის საერთო ღირებულება  62 000 000  ლარს შეადგენს.

დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები; მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები; ხის აივნების მოწყობის სამუშაოები; ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდითი სამუშაოები.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე  ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდება. ასევე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი