21:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პაატა მხეიძე ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით თამარ ალანიას დამოკიდებულებით დაინტერესდა
საქართველოში რიგით 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქობულეთში გაიხსნა

სიახლეები

არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

“გილოცავთ, თქვენ მიიღეთ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ. ამ უნივერსიტეტში ისწავლით სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. წარმატებებს გისურვებთ!”

 

არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პირველსემესტრელებს ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც.

 

„მეამაყება, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ყოველწლიურად, როცა აქ მოვდივარ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი პროფესორებს, ჩვენს მასწავლებლებს ვინც ცოდნა გადმოგვცა. წლები, როცა აქ ვსწავლობდი, ბედნიერად და საინტერესოდ მახსენდება!”

 

პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის განვითრების პროცესი და სამომავლო გეგმებიც. მისი თქმით, თვალსაჩინოა ის პროგრესი, რომელსაც თსსუ-მ პროგრამული, ინფრასტრუქტურული, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სხვა მრავალი მიმართულებით მიაღწია.  მან დაადასტურა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს განათლების სფეროს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რისთვისაც მომდევნო წლებში, ბიუჯეტის 25 % დაიხარჯება.  არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი - მოქალაქეებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება, იქნება პრიორიტეტი.

 

მისივე თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში არსებული მიზნების მიღწევა მხოლოდ განათლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც კონკურენტული ცოდნით, კვლევისა და   გადაწყვეტილებების მიღების უნარით, თანამედროვე, დინამიურად განვითარებად მსოფლიოში სწრაფი ადაპტირების შესაძლებლობებით არიან აღჭურვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...

პოპულარული

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

21 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი