სიახლეები
არჩილ თალაკვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
“გილოცავთ, თქვენ მიიღეთ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი პროფესიის შესახებ. ამ უნივერსიტეტში ისწავლით სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასაც, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს. წარმატებებს გისურვებთ!”
არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც პირველსემესტრელებს ახალი, 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
არჩილ თალაკვაძემ გაიხსენა საკუთარი სტუდენტობის პერიოდიც.
„მეამაყება, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ყოველწლიურად, როცა აქ მოვდივარ, პირველ რიგში მადლობას ვუხდი პროფესორებს, ჩვენს მასწავლებლებს ვინც ცოდნა გადმოგვცა. წლები, როცა აქ ვსწავლობდი, ბედნიერად და საინტერესოდ მახსენდება!”
პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა უნივერსიტეტის განვითრების პროცესი და სამომავლო გეგმებიც. მისი თქმით, თვალსაჩინოა ის პროგრესი, რომელსაც თსსუ-მ პროგრამული, ინფრასტრუქტურული, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სხვა მრავალი მიმართულებით მიაღწია. მან დაადასტურა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს განათლების სფეროს განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რისთვისაც მომდევნო წლებში, ბიუჯეტის 25 % დაიხარჯება. არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი - მოქალაქეებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება, იქნება პრიორიტეტი.
მისივე თქმით, ქვეყნის დღის წესრიგში არსებული მიზნების მიღწევა მხოლოდ განათლებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც კონკურენტული ცოდნით, კვლევისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით, თანამედროვე, დინამიურად განვითარებად მსოფლიოში სწრაფი ადაპტირების შესაძლებლობებით არიან აღჭურვილი.
მსგავსი სიახლეები

12 ოქტ 2020განათლება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

3 მარ 2020განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

23 იან 2020განათლება
პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი - „ინკუნაბულა“ განახორციელა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...