03:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს, ოთხ ლოკაციაზე გაიმართება
საუნივერსიტეტო დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიახლეები

პროექტი „ღია შეხვედრები“ − თეა წულუკიანი გურიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ წყალწმინდის, სუფსისა და ლესის მოსახლეობასთან. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვას ამ საჭიროებების მიხედვით.

გურიის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სამედიცინო პუნქტების მოწყობა, ზოგიერთი შიდა  გზის მოწესრიგება, გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა. სოფელ წყალწმინდის მოსახლეობამ შეხვედრაზე ზღვამდე მისასვლელი გზის არარსებობის საკითხიც დააყენა.

იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ის მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელთაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება.

სოფელ სუფსაში შეხვედრაზე მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, მათ სოფელშიც აშენდეს საზოგადოებრივი ცენტრი. როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 66 საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის 200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისით სარგებლობა კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.
შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე შეხვდა მოსახლეობას აჭარაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...