08:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძემ ევროსაბჭოს კონგრესის საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა
„თავისუფალი საქართველო“: პროპორციულ არჩევნებან ერთად უნდა აღსდგეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი

სიახლეები

რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ?

უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის შეკითხვა მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს

დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ.

-„თქვენ თქვით, რომ 2003 წლიდან ხართ სასამართლო სისტემაში, ასევე ახსენეთ, რომ 2011 წელს გახდით მოსამართლე, 28 წლის ასაკში, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოთ შედარებითი ანალიზი რა იყო 2012 წლამდე სასამრთლო სისტემაში, რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო სისტემა და  არის თუ არა ცვლილება 2012 წლის შემდეგ. მე ვგულისხმობ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რეფორმებს და ა.შ. როგორ შეაფასებდით რამდენად უკეთესი გახდა და გახდა თუ არა უკეთესი სასამართლო სისტემა სხვადასხვა მმართველი გუნდის მიდგომებით?“

მიღებული პასუხიდან გამომდინარე მან კიდევ ერთი კითხვით მიმართა შოთა გეწაძეს,  -„თქვენ ამბობთ, განსხვავება არისო. ნაკლები კვალიფიკაცია იყო, ნაკლები თავისუფლება იყო, ნაკლები დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი  2012 წლის შემდეგ შეიცვალა და ეს ყველაფერი შეიცვალა იმიტომ, რომ იყო პოლიტიკური ნება და ეს ყველაფერი  ერთ პიროვნებასთან არის დაკავშირებული,  პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილთან, მის პოლიტიკურ ნებასთან, რომ ეს რეფორმები განხორციელდა, აქედან გამომდინარე კითხვა მაქვს, - თქვენ უკვე ახსენეთ, რომ სამართლებრივად იმ კონსტიტუციასთან ეს ყველაფერი თანხვედრაში იყო. თუ მივუდგებით არასამართლებრივად და მორალურად, თუ გრძნობთ თქვენ მორალურ დისკომფორტს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ჩამოართვით მოქალაქეობა იმ ადამიანს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ თქვენ მოგცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება, მეტი პროფესიონალიზმი და განხორციელდა ამხელა რეფორმები მისი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე?“. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია ინტერნეტის სიჩქარეები მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

14 ივნ 2021კვირის გრაფიკი

       საქართველო ოპტიკური ინტერნეტის სისწრაფით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, მათ შორის საქართველოზე ნაკლები შემოსავლების მქონე ბევრ ქვეყანას. ოპტიკური...

ლარის კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში

7 ივნ 2021კვირის გრაფიკი

უკანასკნელ კვირეების განმავლობაში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ძირითად ვალუტასთან გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 7 მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში...

როგორია ინფრასტრუქტურის ხარისხი მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში

31 მაი 2021კვირის გრაფიკი

       საქართველოს ინფრასტრუქტურის ხარისხი მიახლოებით შეესაბამება მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო...

პოპულარული

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

რატომ გაუფასურდა ბიტკოინი?

24 მაისი, 2021კვირის გრაფიკი

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

თავდაცვის დაფინანსება მსოფლიოში

17 მაისი, 2021კვირის გრაფიკი