13:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მარიამ ჯაში: „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს“
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სამუშაო გეგმა შეიმუშავა

სიახლეები

ზაზა გაბუნია სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების - ივერიას,ოთას, დამალას და ნიჯგორის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები და საჭიროებები ადგილზე მოისმინა.                                                                       მოსახლეობასთან შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეფასდა.

 

ზაზა გაბუნია –  ‘’ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნია ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ამ სოფლებში ჩატარდა, მაგალითად, სოფელ ივერიაში მოეწყო სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ჩატარდა ივერიის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლის სველი წერტილები.

სოფელ ოთაში აშენდა ახალი ამბულატორია, ასევე ჩატარდა მდინარე ოთის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და რეაბილიტირდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.

შიდა გზები და კულტურის სახლი რეაბილიტირდა სოფელ დამალაში, ასევე კეთილმოეწყო საჯარო სკოლის სველი წერტილები.

სოფელ ნიჯგორში აშენდა ამბულატორია და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობების შიდა ქსელს“.

 

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი და  შოთა როსტიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...