13:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია
მარიამ ჯაში: „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს“

სიახლეები

სოფიო ქაცარავა: „გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია მიმდინარეობს.

 

საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, ასევე ფინეთის, რუმინეთის, ლატვიის, გვატემალას, ყაზახეთის, ერაყის პრეზიდენტებთან; ნორვეგიის და ბარბადოსის პრემიერ-მინისტრებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და დეოკუპაციის საკითხი.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები; ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

 

„გაეროს გენერალური ასამბლეა ის უმაღლესი პლატფორმაა, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერების წინაშე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავახმოვანოთ და ორმხრივ ფორმატებში სახელმწიფოს ლიდერებთან განვიხილოთ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების თავმჯდომარეები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...