04:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, ესკალაციის ფონზე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მივიღოთ ის შედეგები, რაც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

სიახლეები

„„2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით და თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ.

-სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას, რა სირთულეები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას, რას ნიშნავს ზოგადად სასამართლოს დამოუკიდებლობა და როგორია ამ სისტემაში ერთი მოსამართლის ადგილი და როლი   - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც საკუთარი აზრის დაფიქსირება   სთხოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ამჟამად  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეს მამუკა ვასაძეს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანდიდატის მოსმენა ხდება.

 

„2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით და თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ. მე მაინტერესებს, რამ გადაგაწყვეტინათ, როდის და როგორ გადაწყვიტეთ და რატომ, რომ სასამართლოში გაგეგრძელებინათ თქვენი პროფესიული კარიერული საქმიანობა, იმ სისტემაში, რომელშიც არასდროს გიმუშავიათ?“, - მიმართა ნინო გოგუაძემ კანდიდატს, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ახსნა და ასევე აღნიშნა, რომ „არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, მართლმსაჯულებას და იმ სისტემას, რასაც ჰქვია კანონის მსახურება“.

 

ნინო გოგუაძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ  კანდიდატის პოზიცია ბოლო 5-6 თვის მანძილზე ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, საინტერესოა რა იცის სასამართლო სისტემაში არსებულ დღევანდელ გამოწვევებზე,  დღეს რა პრობლემები აქვს სასამართლოს.

 

„მე მაინტერესებს თქვენი ხედვა იმაზე, რომ სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას რა სირთულეები აქვს, რა გამოწვევების წინაშე დგას. მაინტერესებს თქვენი აზრი სასამართლო სისტემაზე, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის ხარისხზე. აქამდე წარმოდგენილი იყავით როგორც მხარე სასამართლო სისტემაში  და თქვენი მხრიდან როგორ იყო ეს დანახული და შეფასებული და დღეს, როგორც კანდიდატი, ამას როგორ შეაფასებდით?“, - მიმართა ნინო გოგუაძემ კანდიდატს. იგი ასევე დაინტერესდა მამუკა ვასაძის პოზიციით, რომ როდესაც ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენელი კონკრეტულ მოსამართლეს კონკრეტულ  საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვდა, თავად, როგორც ერთი მოსამართლე სისტემის შიგნით როგორ მოახდენდა ამაზე რეაგირებას?

 

ნინო გოგუაძე ასევე დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებებით იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხდება, რა გამოწვევების წინაშე დგას, ან  თუ დგას საერთოდ, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემა და, მეორე მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, ასევე როგორია ინდივიდუალური მოსამართლის როლი ამ პროცესებში. პასუხად მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ „სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ის რგოლი ხელისუფლების, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე და ა. შ.“.

 

 

 

 

Untitled

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კრიპტოვალუტა Dogecoin და ილონ მასკი

10 მაი 2021კვირის გრაფიკი

.      2021 წელს Dogecoin-ის კრიპტოვალუტა მილიარდელმა ილონ მასკმა გახადა პოპულარული. მილიარდელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტების შედეგად Dogecoin-ის ფასი 0.1 ცენტიდან (1 იანვარი) 72 ცენტამდე (8 მაისი) გაიზარდა...

პანდემიის გავლენა საინვესტიციო აქტივებზე

3 მაი 2021კვირის გრაფიკი

       კოვიდ პანდემიამ მკვეთრად იმოქმედა ძირითად სასაქონლო ჯგუფების და საინვესტიციო აქტივების ფასებზე. სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით ოქროს ფასმა მარტში...

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა

26 აპრ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში...