13:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მთაწმინდის პარკში 28 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება
„„2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით და თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ.

სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

„ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას. ძალიან მძიმე დღე არის. 26 წელია უკვე ამ ჭრილობით მოვდივართ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს მინდა მივმართო ისევე, როგორც აქეთ მხარეს, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ. პასუხისმგებლობა ჩვენზეა. ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობა მაინც უნდა ცხოვრობდეს მშვიდობაში. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ თემას არ განეკუთვნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტაბილურობაზე, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. თუ დღეს ეს ზოგადი სიტყვებია ხვალ, ეს რეალობა გახდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

„თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ჩვენ დღეს გმირებს პატივს მივაგებთ და ამასთანავე, დღეგრძელობას ვუსურვებთ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა - ჩვენს ვეტერანებს. ეს არის კიდევ ერთხელ, იმის აღიარება და ხაზგასმა, რომ ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებთან ერთად. იმ ადამიანების სისხლი, რომელთა სახელებსაც გმირების კედელზე ვხედავთ, უკვალოდ არ ჩაივლის. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი ცხინვალი, თავისი მოსახლეობით, ღირსეულად დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას და შევძლოთ ამ ძალიან მძიმე, მტკივნეული დღის და ტკივილის დავიწყება“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...