05:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა იყო უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სიახლეები

მთაწმინდის პარკში 28 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალზე მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილე კომპანიებისგან  განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებითაქტივობები ელით.  

საფესტივალო აქტივობები განაწილებულია 6 ზონაში: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვების მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.   

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური პროგრამები სპორტული, სახელოვნებო, საგანმანათლებლო მიმართულებით.

ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, შესაბამისად, სტუმრებს შეეთავაზებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო ლიტერატურაზე.

საბავშვო ფესტივალის მთავარ სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტი.

ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.
ფესტივალს აფინანსებს TBC ბანკი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი