16:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიგი წერეთელი ყაზახეთში პარლამენტის სპიკერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციას შეხვდა

სიახლეები

ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც

„ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

 

ვიცე-მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს პოლიტიკური ოპონენტები. 

 

„არ მგონია, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან ეს ცოცხალი პროცესია. ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ეს მონაცემები ჩემთან გროვდება და იგი არ გამიცია, მით უფრო, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. აქედან გამომდინარე, რთულად დასაჯერებელია, რომ მათ რაიმე რეალური მონაცემი ჰქონდეთ და მასზე დაყრდნობით, სწორ განცხადებებს აკეთებდნენ“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

თბილისის ვიცე-მერმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან მონაცემზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო  ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.

 

„აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა - მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი