00:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაციას უმასპინძლა
მარიამ ჯაში მადლობას უხდის გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას საყოველთაო ჯანდაცვის ისტორიული დეკლარაციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის

სიახლეები

 ორბელიანის მოედანზე  ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო.

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად. შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება.

 

„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია. გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

 

უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ.

 

„ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ . დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...